ამბები

გენდერული კვოტირების მხარდაჭერა 6%-ით შემცირდა

by | Jan 16, 2017

ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 4% მიიჩნევს, რომ  150 პარლამენტარიდან 23 ქალი ძალიან ბევრია, 39%-ისათვის ეს რაოდენობა საკმარისია, ხოლო 52%-ისთვის – ცოტა.

გამოკითხულთა 8%-ის აზრით, პარლამენტში ქალთა რაოდენობის ზრდას უარყოფითი შედეგი ექნება. 27%-ის თქმით კი ამით არაფერი შეიცვლება.qalebi

20016 წლის აპრილთან შედარებით 6%-ით არის გაზრდილი იმ ადამიანების ხვედრითი წილი, ვინც გენდერული კვოტის შემოღებას მხარს არ უჭერს. აპრილში ეს მაჩვენებელი 13%-ს შეადგენდა, ახლა კი 19%-ს. იმ ადამიანებს შორის, ვინც კვოტირების წინააღმდეგია, უმეტესობა მამაკაცია.

კითხვაზე – როგორი იქნებოდა ქალი და კაცი პარლამენტარების საუკეთესო გადანაწილება? – პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა: 10% ქალი, 90% კაცი – მისაღებია გამოკითხულთა 14%-სთვის; 30% ქალი, 70% კაცი მისაღებია – 39%-სთვის; 50% ქალი, 50% კაცი – 35%-სთვის; 30% კაცი, 70% ქალი – 2%-სთვის.

69%-ის თქმით, საქართველოში მამაკაც კანდიდატებს უფრო აძლევენ ხმას, ვიდრე ქალებს. 60%-ის აზრით კი საქართველოში ქალებს ლიდერებად არ ზრდიან. დაახლოებით ამდენივე ფიქრობს, რომ ოჯახური ვალდებულებების გამო, საქართველოში ქალებს პოლიტიკისათვის დრო არ რჩებათ. რესპონდენტი მამაკაცების  42% და რესპონდენტი ქალების 55% აცხადებს, რომ საქართველოში ქალებს პოლიტიკაში ჩართვაში ხელს კაცები უშლიან.

კვლევის საველე სამუშაო 2016 წლის 4 ნოემბრიდან 4 დეკემბრამდე ტარდებოდა მთელი საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).

სულ 3 141 რესპონდენტი გამოიკითხა პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,8%.

NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

March 2017
M T W T F S S
« Feb    
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031