ამბები, უმცირესობები

გეი წყვილზე კომედიის პრემიერა მუქარის შედეგად გადაიდო

by | May 14, 2014
we_are_mad_Cropped

Photo: კომედია “ჩვენ ვართ გიჟების” პოსტერი.

ქართველმა კინორეჟისორმა და პროდიუსერმა გადადეს გეი წყვილზე კომედიური ფილმის პრემიერა მათ მიმართ განხორციელებული მუქარის გამო, ასევე იმიტომაც, რომ, როგორც თავად ამბობენ, ეს შეიძლება ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობად იყოს აღქმული.

ფილმის სახელწოდებაა “ჩვენ გიჟები ვართ” და ორი ახალგაზრდა გეის ცხოვრფებაზეა. მისი პრემიერა 17 მაისს, ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს იყო დაგეგმილი.

ოთარ მიქელაძე და დავით ბეჟიტაიშვილი, შესაბამისად ფილმის რეჟისორი და პროდიუსერი, აცხადებენ, რომ პერიოდულად იღებდნენ მუქარის წერილებს სოციალურ ქსელებში ანონიმური წყაროებიდან, სადაც ამ ფილმს “ჰომოსექსუალობის პროპაგანდაში” სდებდნენ ბრალს.

მართლმადიდებელ მშობელთა კავშირმა , რადიკალურმა ჯგუფმა, რომელმაც სახელი ჰელოუინის წვეულებების დაშლითა და ლგბტ ადამიანების შეკრებებზე თავდასხმებით გაითქვა, ამ ფილმის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია ჯერ კიდევ ერთი თვის წინ, 13 აპრილს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის ძველი შენობის წინ გამართა.

“ჩვენ მივიღეთ ძალიან მტკივნეული და არასასიამოვნო გადაწყვეტილება, არ მოვაწყოთ ფილმის “ჩვენ ვართ გიჟები” პრემიერა 17 მაისს. ბოდიშს ვუხდით საზოგადოების ნაწილს, რომელიც ამ ფილმის ნახვას ელოდებოდა, ისევე როგორც გადამღები ჯგუფის წევრებს. პრემიერა ევროპულ საქართველოში გაიმართება,”, განაცხადა ოთარ მიქელაძემ, ფილმის რეჟისორმა, რომელმაც მოგვიანებით განმარტა, რომ ამაში ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას გულისხმობდა, რომელიც ივნისში უნდა შედგეს.

გასული წლის 17 მაისს ათასობით ადამიანი თავს დაესხა ლგბტ მხარდამჭერთა მცირე ჯგუფს, რომელიც ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეს აღნიშნავდა. თავდამსხმელები მიიჩნევდნენ, რომ ეს აქცია “ჰომოსექსუალობის პროპაგანდას” წარმოადგენდა.


არასამთავრობო ორგანიზაცია “იდენტობა”, რომელიც შარშანდელი ღონისძიების ორგანიზატორი იყო, წელს ამ დღეს თბილისში რაიმე აქციის გამართვას არ აპირებს. “იდენტობაში” ამტკიცებენ, რომ წელს ამგვარ ღონისძიებას აფინანსებს “ევრაზიული არჩევანი”, ორგანიზაცია, რომელსაც “იდენტობა” რუსეთის მიერ მართულად მიიჩნევს.

მათი აზრით, ამ აქციის მოწყობის მიზანია არეულობების გამოწვევა და შედეგად ევროკავშირთან ივნისისთვის დაგეგმილი ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის ჩაშლა.

გიორგი ჩხარტიშვილმა, ლგბტ ჯგუფის წარმომადგენელმა, რომელიც 17 მაისს აქციის გამართვას აპირებს, “ევრაზიული არჩევანის” მხრიდან აქციის დაფინანსების შესახებ ინფორმაცია უარყო, თუმცა დაამატა, რომ ასეც რომ ყოფილიყო, ის ამაში პრობლემას ვერ ხედავდა.

აქციის დაფინანსება “ევრაზიული არჩევანი” ხელმძღვანელმა არჩილ ჭყოიძემაც უარყო.

“40 ათასი ლარი რომც მქონდეს, ამ ჰომოსექსუალებს 40 თეთრსაც არ მივცემდი,” განაცხადა მან.



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

November 2017
M T W T F S S
« Oct    
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930