ამბები

გაურკვევლობა და პროტესტი ამერიკის აეროპორტებში ტრამპის ახალი ბრძანებულების გამო

by | Jan 30, 2017
prorest1

“გაადეპორტეთ ტრამპი” – იმპროვიზირებული პროტესტი მაიამის აეროპორტში.

ამერიკის ახალი პრეზიდენტის მიერ პარასკევს გამოცემულმა ბრძანებულებამ, რომელიც შვიდი მუსლიმანური ქვეყნის მოქალაქეებს შეერთებულ შტატებში შესვლას დროებით, 90 დღის განმავლობაში, უკრძალავს, აეროპორტებში დაბნეულობა და გაურკვეულობა გამოიწვია, ისლამურ სამყაროში აღშფოთება, ამერიკაში კი მასობრივი გამოსვლები.

მართალია, ამ ბრძანებულებას დონალდ ტრამპმა ხელი პარასკევს მოაწერა, მაგრამ მისი შედეგი თვალნათელი შაბათს და, განსაკუთრებით, კვირას გახდა, როცა ამერიკისა და სხვა ქვეყნების აეროპორტებში სირიის, ირანის, იემენის, სუდანის, ერაყის, ლიბიისა და სომალის მოქალაქეების შეჩერება, დაკავება ან უკან გაბრუნება დაიწყეს.

„ჩვენ ქვეყანაში შემოვუშვებთ მხოლოდ მათ, ვინც მხარს უჭერს ჩვენს ქვეყანას და ღრმად უყვარს ჩვენი ხალხი,“ განაცხადა დონალდ ტრამპმა. მისი თქმით, ამ დოკუმენტის დანიშნულება ქვეყანაში ტერორისტების შეღწევის აღკვეთაა. თუმცა მას ტრამპის ოპონენტებმა უმალ „ანტიმუსულმანური კანონი“ შეარქვეს (#MuslimBan).

ამ ნორმატიული აქტის გამოცემიდან მალევე ბრუკლინის (ნიუ იორკის რაიონი) მოსამართლემ ის ნაწილობრივ გააუქმა იმ ნაწილში, რომელიც ლტოლვილების უკან გაბრუნებას გულისხმობს, თუმცა არშეშვების ნორმა ძალაში რჩება.

ავიაკომპანიებს დაეგზავნათ შეტყობინება რეისებზე ამ შვიდი ქვეყნის მოქალაქეების დაუშვებლობის შესახებ.

განსაკუთრებული აღშფოთება იმან გამოიწვია, რომ ბრძანებულება ამერიკაში ჩასვლას მწვანე ბარათის მფლობელებსაც უკრძალავს.

 

შეზღუდვები უწესდებათ იმ პირებსაც, რომლებსაც ამერიკაში უვიზოდ ჩასვლა შეუძლიათ, მაგრამ ბოლო წლების განმავლობაში ამ შვიდ მუსულმანურ ქვეყანაში უმოგზაურიათ – მათ ვიზის აღება მიუწევთ.

შესაბამის ქვეყნებში ამერიკის საკონსულო სამსახურებს დაეგზავნათ შეტყობინება ვიზის გაცემის დაუყოვნებლივ შეწყვეტის თაობაზე.

ამერიკის აეროპორტებში გაურკვევლობა და არეულობაა. ბრძანებულების არსი ბევრისთვის გაუგებარია და ის სხვადასხვა სიზუსტითა და ხარისხით სრულდება. მაგალითად, ზოგიერთ აეროპორტში მწვანე ბარათების მფლოებელები ქვეყანაში შეუშვეს კიდეც. ბევრგან იმპროვიზირებული საპროტესტო აქციები იმართება.

თავის ვიდეობლოგში CNN-ის პოლიტიკურმა მიმომხილველმა (რომელიც, ამასთანავე, „ვაშინგტონ პოსტის“ წამყვანი კოლუმნისტია), კატონის კონსერვატიული ინსტიტუტის მონაცემებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ 1975-2015 წლებში ამ შვიდი ქვეყნის მოქალქეებს არც ერთ ამერიკელი არ მოუკლავთ (მაშინ როცა, მაგალითად, საუდის არაბეთის მოქალაქეებს 2 300-ზე მეტი ამერიკელი ჰყავთ მოკლული).



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

April 2017
M T W T F S S
« Mar    
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930