ამბები

გალელებს „ვიდ ნა ჟიტელსტვოს“ აღებას ახალ წლამდე ავალებენ

by | Dec 3, 2017

აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმი გალში მცხოვრებ ქართველებს საცხოვრებელი ნებართვის, ე.წ. „ვიდ ნა ჟიტელსტვოს“ აღებას ახალ წლამდე ავალდებულებს. ამის შესახებ მოსახლეობის ინფორმირება სოფლების გამგებლებს დაევალათ.

„რამდენიმე დღის წინ გამგებლები დაიბარეს და უთხრეს, რომ თუ საბუთს ახალ წლამდე არ ავიღებთ, ახალი წლის მერე არ მოგვცემენ. არავინ იცის, მართალია თუ არა, მაგრამ მოსახლეობა მაინც ეცდება შესაბამისი საბუთები ახალ წლამდე ჩააბაროს. მოგეხსენებათ, ყველაფერი ფულთანაა დაკავშირებული, ამიტომ ესეც ცალკე პრობლემას ქმნის, რადგან თანხა არც ისე ცოტაა. ხალხი ვარაუდობს, რომ დაჩქარება მხოლოდ ფულს უკავშირდება“ – უთხრა DFWatch-ს სოფელ ნაბაკევის მკვიდრმა.

ცნობისთვის,  ე.წ. „ვიდ ნა ჟიტელსტვოს“ აღება 500 ლარამდე ჯდება – ეს იმ იმ შემთხვევაში თუ გაგიმართლა და საბუთებში რაიმე სახის ხარვეზი არ აღმოჩნდა. თუ არა და, თანხის ოდენობა მოსამზადებელი საბუთების რაოდენობის მიხედვით იზრდება.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული საბუთი, გალის ქართველ მოსახლეობას, მხოლოდ გადაადგილების უფლებას აძლევს, სხვა უფლებები კი, როგორიცაა არჩევნებში მონაწილეობა, ქონების შეძენა და მსგავსი საკითხები, შეზღუდული აქვთ.



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

December 2017
M T W T F S S
« Nov    
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031