ამბები

ბიბილოვი: არ გავჩერდები, სანამ სამხრეთ ოსეთი რუსეთის შემადგენლობაში არ შევა

by | Aug 7, 2018

ანატოლი ბიბილოვი

„ქართულ საზოგადოებას ესმის, რომ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს ისევე ვერ დაინახავენ, როგორც თავიანთ ყურებს,” – ამის შესახებ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა. 

ცხინვალის რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზე, ამ ომში მის მონაწილეობაზე და ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის რეგიონის რუსეთთან შეერთების აუცილებლობაზე ვრცელ ინტევრვიუში საუბრობს.

აცხადებს, რომ სამხრეთ ოსეთი აუცილებლად უნდა შევიდეს რუსეთის ფედერაციაში და რომ ის არ გაჩერდება, სანამ ეს არ მოხდება, ხოლო რუსეთში შესვლის შემდეგ უნდა გაიმართოს რეფერენდუმი სამხრეთ ოსეთისა და ჩრდილოეთ ოსეთის გაერთიანებაზე.

„უკვე საუკუნეა, რაც ოსები გაყოფილები არიან და ისინი საუკუნეა იბრძვიან იმისთვის,  რომ ერთ პოლიტიკურ და გეოგრაფიულ სივრცეში ცხოვრობდნენ. როგორ იქნება ეს ფორმალიზებული? ამისათვის არის რუსეთის ფედერაციის კანონი, რომელიც მკაფიოდ განსაზღვრავს ნაბიჯებს და შესაძლებლობებს ნებისმიერი ტერიტორიისთვის. სამხრეთ ოსეთს რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლა შეუძლია მხოლოდ როგორც დამოუკიდებელ სუბიექტს. ხოლო ამის შემდეგ კანონი ამბობს, რომ შეიძლება გაიმართოს რეფერენდუმი რუსეთს ფედერაციის ორ სუბიექტში  და მათ გამოხატონ საკუთარი სურვილი გაერთიანებაზე (სამხრეთ ოსეთისა და ჩრდილოეთ ოსეთის). ეს ხალხმა უნდა გადაწყვიტოს,“ – განაცხადა ბიბილოვმა.

დე ფაქტო პრეზიდენტმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის გავლით რუსეთში ტვირთების ტრანზიტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „რესპუბლიკისთვის ეს ტრანზიტი მნიშვნელოვანია” ისევე როგორც საქართველოსთვის, თუმცა საქართველო საკუთარი ინტერესების საზიანოდაც კი შეეცდება სამხრეთ ოსეთი ამ პროექტის გარეთ დატოვოს“.

„სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ კიდევ არ არის ხელმძღვანელი, რომელსაც პოლიტიკური გამბედაობა აქვს, აღიაროს დღევანდელი რეალობა და უახლოეს პერსპექტივაში ასეთი პოლიტიკოსი არ ჩანს. მე როგორც მესმის, თავად ქართული საზოგადოება ამის წინააღმდეგ არის განწყობილი, თუმცა მათ ესმით, რომ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს ვერ დაინახავენ ისევე, როგორც საკუთარ ყურებს. თუმცა, საქართველოს ხელმძღვანელობას უნდა ესმოდეს, რომ სამხრეთ ოსეთს უნდა ელაპარაკოს, როგორც სრულფასოვან პარტნიორს. ჩვენ სახელმწიფო გვაქვს და ეს გზა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან სრულფასოვანი პარტნიორობის გარეშე ვერ იფუნქციონირებს,“ – განაცხადა მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენელმა.

ამბობს, რომ ცხინვალის რეგიონის გავლით ტრანზიტის საჭიროება უფრო და უფრო გაიზრდება და ეს განსაკუთრებით ზამთარში იქნება შესამჩნევი და სწორედ მაშინ დაიწყება მოლაპარაკებები და კონსულტაციები.

ბოლო რამდენიმე დღეა ცხინვალის რეჟიმის ე.წ. პრეზდენტი სხვადასხვა რუსულ გამოცემებთან 2008 წლის ომსა და ცხინვალის რეგიონის რუსეთთან შეერთების აუცილებლობაზე საუბრობს. რამდენიმე დღის წინ Ria.ru-სთან განაცხადა, რომ  “თუ ოსი ხალხი არ გაერთიანდება, მათ ის დაემართებათ, რაც რუსებსა და უკრაინელებს”.

“ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიქნებით რუსეთის შემადგენლობაში, ამაში ეჭვი არ მეპარება. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ, მთლიანობაში, ოსი ხალხის სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს საერთო გეოგრაფიულ და პოლიტიკურ სივრცეში ყოფნა. თუ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ, მოხდება ის, რაც მოხდა რუსებისა და უკრაინელების შემთხვევაში. ისინი სლავები არიან, ერთი ხალხია, მაგრამ ვხედავთ, რაც ხდება ახლა,” – განაცხადა ბიბილოვმა.

 



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

August 2018
M T W T F S S
« Jul    
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031