ამბები, ამბები-ძველი, უმცირესობები, უმცირესობები-ძველი

აჭარის მთავრობამ ახალი მეჩეთის აშენება გადაიფიქრა

by | Apr 8, 2014
rustavi2hq06-04-2014_21_12_26_Crop

მუსლიმების ლიცვა ორთა ჯამეს მეჩეთში (“რუსთავი 2”)

აჭარის მთავრობამ მუსლიმებისთვის ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის შესახებ ადრე მიღებული გადაწყვეტილება შეცვალა.

აჭარაში ათეულობით ათასი მუსლიმი ცხოვრობს. ზოგიერთ დასხლებულ პუნქტში ისინი უმრავლესობას შეადგენენ, მაგრამ ბათუმში უმცირესობაში არიან. მათ აჭარის დედაქალაქში ერთი მეჩეთი აქვთ, სახელწოდებით ორთა ჯამე.

ის 1960-იან წლებში აშენდა და ახლა მლოცველებს ვერ იტევს. უკვე წლებია, ადგილობრივი მუსლიმები ადგილობრივ მთავრობას ახალი მეჩეთის აშენების ნებართვას სთხოვენ.

გასულ წელს ახალი მეჩეთის მშენებლობის გამო კონფლიქტი წარმოიშვა, რადგანაც ბევრს მიაჩნდა, რომ ეს გადაწყვეტილება თურქეთის კარნახით იყო მიღებული. საუბარია ძველი აზიზი(ე)ს მეჩეთის აღდგენაზე, რომელიც თურქეთსა და საქართველოს შორის კულტურული მემკვიდრეობის შესახებ შეთანხმების ნაწილს წარმოადგენს. თურქეთს სანაცვლოდ თავის ტერიტორიაზე ქართული ისტორიული ძეგლები უნდა აღედგინა.

აბდულ-აზიზი ოსმალეთის სულთანი იყო, რომელიც ქართველებისთვის მძიმე წარსულთან ასოცირდება. ამიტომაც ბევრი ადამიანი აზიზიეს მეჩეთი აღდგენის წინააღმდეგია. აზიზიეს მეჩეთი სულთან აზიზის დავალებით აშენდა 1860-იან წლებში და მეოცე საუკუნის დასაწყისში ჯერ დაიწვა, შემდეგ კი დაანგრიეს.

ბათუმის მუსლიმებს არაერთხელ უთქვამთ, რომ მათ არ სურთ მაინცდამაინც აზიზიეს მეჩეთის აღდგენა, არამედ ზოგადად ქალაქში ახალი მეჩეთის აშენება სურთ.

ოქტომბერში ყოფილი პრემიერ მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და არჩილ ხაბაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ადგილობრივ მუსლიმებს დაპირდნენ, რომ ბათუმში მეჩეთი აშენდებოდა. მანამდე კი ადგილობრივი მთავრობა სთავაზობდა მათ, რომ ორთა ჯამეს მეჩეთი გაფართოებულიყო და ეს ვარიანტიც განიხილებოდა.

მურმან დუმბაძემ, “ქართული ოცნების” მაჟორიტარმა დეპუტატმა ბათუმიდან, რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ ახალი მეჩეთი ბათუმში არ აშენდება. მისი თქმით, თურქეთი თანახმაა, რომ განაახლოს ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები თავის ტერიტორიაზე და სანაცვლოდ არაფერს ითხოვს, რაც, მისი აზრით, ორ ქვეყანას შორის ‘აქტიური დიალოგის’ შედეგია.

მან ასევე თქვა, რომ მეჩეთის აშენება თურქეთის რესპუბლიკის პრინციპული მოთხოვნა არ იყო. გაფართოვდება თუ არა ბათუმში მოქმედი ორთა ჯამე, მისი განცხადებით, ეს სამუფთოს გადასაწყვეტია.

დუმბაძემ ადგილობრივ ტელევიზიასთან, TV25-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ მეჩეთის გარშემო კონფლიქტი „ნაცილონალური მოძრაობის“ პროვოცირებული იყო.

არჩილ ხაბაძემ კი ორშაბათს განაცხადა, რომ ბათუმის მთავრობამ ორთა ჯამეს მეჩეთის გაფართოვება გადაწყვიტა.



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

August 2017
M T W T F S S
« Jul    
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031