ამბები

აფხაზურ პოლიციას 50 რუსი სამართალდამცველით „აძლიერებენ“

by | Dec 20, 2017

აფხაზურ პოლიციაში 50 რუსი პოლიციელის დამატება იგეგმება. როგორც DFWatch-ს ადგილობრივებმა განუცხადეს, ამის მიზეზად „კორუფციის აღმოფხვრა“ სახელება.

„სიახლეები გალში პერიოდულად ჩატარებულ თათბირებზე ხმოვანდება. ეს ინფორმაციაც ერთ-ერთ ასეთ შეხვედრაზე გაჟღერდა. ზოგადად აფხაზურ პოლიციას რუსი სამხედროები ყოველთვის ეხმარებოდნენ, მაგრამ ოფიციალურად სამართალდამცავ სტრუქტურაში მხოლოდ აფხაზი პოლიციელები ირიცხებოდნენ. წინასწარ არავინ იცის, ეს რა შედეგს მოიტანს. ზოგადად ოკუპირებულ ტერიტორიაზე ფულით თითქმის ყველაფრის გაკეთება შეიძლება, არავინ იცის სად წავიდა ის ფული, რომელიც თავის დროზე ათასობით ე.წ. აფხაზური პასპორტის ასაღებად გადაიხადა ხალხმა, საბუთი კი რეალურად ვერ მიიღეს. ანალოგიური სიტუაციაა ე.წ. საზღვარზეც, სადაც რუსი მესაზღვრე გამოწმებს და გიშვებს, აფხაზები კი თითქმის ყველა გრამ პროდუქტში რაღაც თანხას ითხოვენ. თუ მიზანი რეალურად კორუფციის აღმოფხვრაა, იქნებ მსგავსი საკითხებიც მოგვარდეს“, – აცხადებს სოფელ ჭუბურხინჯის მკვიდრი 55 წლის ლ.ჯ.

სოფელ თაგილოსნის მკვიდრ ქ.ქ.-ის თქმით, კორუფციის ერთ-ერთი მსხვერპლი თავადაა – მისი საბუთი, ე.წ. „ვინ ნა ჟიტელსტვა“, ყალბი აღმოჩნდა.

„ამ საბუთის ასაღებად უამრავი საბუთი, დრო და ასობით ლარია საჭირო. ყველაფერი ზუსტად ისე გავაკეთე, როგორც საჭირო იყო და როგორც სხვებმა გააკეთეს, მაგრამ როცა ვისარგებლე, „საზღვარზე“ ყალბი აღმოჩნდა. პასუხს ვერავის მოსთხოვ, დაიკარგა დროც და ფულიც. არავინ იცის, კიდევ რამდენი მსგავსი საბუთია გაცემული და კიდევ რამდენი აღმოაჩენს ამას პირველი გამოყენებისთანავე. ანალოგიურად ხდებოდა ე.წ. აფხაზური პასპორტების გაცემის დროსაც. ხალხი იხდიდა ფულს, პასპოტების ნაწილი კი ყალბი აღმოჩნდა“, – განუცხადა DFWatch-ს თაგილონის მკვიდრმა.



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

January 2018
M T W T F S S
« Dec    
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031