ამბები

აფხაზეთში თვითმკვლელობის ბუმია, ბოლო 6 თვეში 28 ადამიანმა მოისწრაფა სიცოცხლე

by | Jul 24, 2018

აფხაზეთში დიდი შეშფოთებაა მოხშირებული სუიციდის შემთხვევების გამო. დე ფაქტო გენპროკურატურის საგამოძიებო დეპარტამენტის მონაცემებით, ბოლო 10 წლის განმავლობაში სუიციდის 836 მცდელობა იყო, რომელთაგან 327 ადამიანის დაღუპვით დასრულდა.

სოხუმის სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით კი მხოლოდ 2018 წლის 6 თვეში თვითმკვლელობის 28 და თვითმკვლელობის მცდელობის 10 შემთხვევა დაფიქსირდა.

სოხუმის რეჟიმის მონაცემებით, მოსახლეობის რაოდენობა 243 564-ია და ასეთი მცირერიცხოვანი ერისთვის თვითმკვლელობების არსებული სტატისტიკა დიდი პრობლემაა (1989 წლის აღწერით აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში 525 061 ადამიანი ცხოვრობდა).

მოხშირებული სუიციდს თემაზე სოხუმში მრგვალი მაგიდაც ჩატარდა, სადაც მონაწილება მიიღეს ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებმა, ძალოვნებმა, პოლიტიკოსებმა, ფსიქოლოგებმა, ფსიქიატრებმა, პედაგოგებმა და სტუდენტებმა.

დოროთეი დბარმა, რომელიც აფხაზეთში ადგილობრივი განდგომილი მართლმადიდებელი ეკლესიის, ე.წ. წმინდა მიტროპოლიის, მღვდელმსახურია, განაცხადა, რომ სუიციდის ერთ-ერთი მიზეზი „აფხაზური პურიტანიზმი“ და ღირსების კოდექსია.

მისი თქმით, ასევე პრობლემაა ის, რომ მან მშობლები სერიოზულად არ ეკიდებიან და არ უღრმავდებიან შვილების გრძნობებს და იმას, რომ თინეჯერული ასაკი რთული პერიოდია.

ფსიქოლოგმა ერთ-ერთ მიზეზად დაასახელა თანამედროვე გაჯეტები და სოციალური ქსელები. მისი თქმით, ახალგაზრდები ინტერნეტით ერთმანეთის შესახებ შეურაცხმყოფველ და ღირსების შემლახავ ფოტოებსა და ვიდეოებს მარტივად ავრცელებენ, რაც ასევე უწყობს ხელს თვითმკვლელობების გახშირებას.

ე.წ. გეპროკურატურის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ ადამიანების ასეთი ქცევის მიზეზი არის – არასტაბილური ნერვული სისტემა, რომელიც ომისშემდგომი სინდრომითაა გამოწვეული; ასევე სირთულეები, რომლებიც წარმოიქმნება მრავალი სოციალური, ეკონომიკური და საშინაო პრობლემების გადაჭრისას.

ტარბას განცხადებით, თვითმკვლელობის მცდელობების 500-ზე მეტი შემთხვევა გამოწვეული იყო ძირითადად ახალგაზრდების და ქალების ისტერიული შეტევებით. „იჩხუბა მშობელმა და ის წავიდა, იყიდა ტაბლეტები და დალია“.

დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ბესლან მუშბამ განაცხადა, რომ სუიციდს შემთხვევები ასევე ხშირია ჯარში, მაგრამ ამის მიზეზი არ არის „დედოვშჩინა“, რადგან აფხაზურ ჯარში, სადაც ყველა ვიღაცის ახლობელი, ნათესავი და მეზობელია, ერთმანეთის ჩაგვრა მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში ხდება.

კონფერენციაზე ითქვა ისიც, რომ აფხაზეთში თვითმკვლელობების რაოდენობა უფრო დიდია, ვიდრე ეს სტატისტიკური მონაცემებითაა ცნობილი და როგორც წესი, ბევრი ოჯახი, სადაც ეს უბედურება მოხდა, არ ამხელს, რომ ადამიანმა თავი მოიკლა.

 



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

August 2018
M T W T F S S
« Jul    
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031