ამბები

აფხაზეთში “ვიზების” გაცემა მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებისთანავე განახლდა

by | Jul 18, 2018

(Newscaucasus.com)

აფხაზეთის ტერიტორიაზე მოსახვედრად საჭირო ე.წ. ვიზების გაცემა, რაც ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის გამო, დაახლოებით, ორი თვეა შეწყვეტილი იყო, ოთხშაბათს განახლდა. ამის შესახებ DFWatch-ს ადგილობრივებმა აცნობეს.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. ვიზა აფხაზეთის ტერიტორიაზე მოსახვედრად, ერთადერთი საბუთია, რომელიც რუსმა ოკუპანტებმა მოიგონეს. ის ფასიანია და ორი სახისაა – 10-დღიანი და ერთთვიანი. გალში 10-დღიანი ვიზის აღება 1800 რუსული რუბლი ჯდება (72 ლარი), სოხუმში კი 700 რუბლი (28 ლარი). გალში ამ საბუთის აღება უფრო ძვირია. კერძოდ, ერთთვიანი „ვიზა“ 2800 რუსული რუბლი ღირს (112 ლარი), სოხუმში კი 1400 (56 ლარი).

აფხაზეთის ტერიტორიაზე ყოფნის უფლება, მხოლოდ „ვიზით“ განსაზღვრულ ვადაშია შესაძლებელი, დროზე ადრე ტერიტორიის დატოვების შემთხვევაში კი უკან დაბრუნება შეუძლებელია. გარდა ამისა, ვადის ამოწურვის შემდეგ შესაძლებელია 10-დღიანი ვიზის ისევ 10 დღით ან ერთი თვით გაგრძელება, ცხადია, შესაბამისი თანხის სანაცვლოდ. „ვიზის“ მფლობელებს გადაადგილების უფლება აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე აქვთ.

 



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

August 2018
M T W T F S S
« Jul    
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031