ამბები

“აფხაზეთის ჰიმნის” ავტორი პედოფილიის ბრალდებით დააკავეს

by | Feb 15, 2018

ვალერი ჭკადუა (http://apsnyteka.org/).

ცნობილი კომპოზიტორი და “აფხაზეთის ჰიმნის” ავტორი ვალერი ჭკადუა დე ფაქტო პროკურატურამ პედოფილიის ბრალდებით დააკავა. დაკავება ერთ-ერთ სკოლის მასწავლებლის განცხადების საფუძველზე მოხდა.

დე ფაქტო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ კომპოზიტორი სოხუმში 14 თებერვალს დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლის საფუძველზე მიმდინარეობს, რომელიც არასრულწლოვანის მიმართ ძალადობრივ სექსუალურ ქმედებას გულისხმობს.

აფხაზური მედიაგამოცემა „აფსნი ლაიფის“ ინფორმაციით, ვალერი ჭკადუა არის „აფხაზეთის ჰიმნის“  და ასევე პირველი აფხაზური ბალეტ „რიწას“ მუსიკის ავტორი. მან დაამთავრა თბილისის კონსერვატორია 1977 წელს, 1980 წელს კი ასპირანტურა. დაკავებულს უმუშავია აფხაზეთის სახალხო შემოქმედთა სახლში უფროს მეთოდისტად. იყო აფხაზეთში კომპოზიტორთა კავშირის წევრი, აფხაზეთის მწერალთა ასოციაციის წარმომადგენელი. არის დიმიტრი გულიას სახელობის „სახელმწიფო პრემიის“ ლაურეატი.

 



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

July 2018
M T W T F S S
« Jun    
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031