ამბები

აფხაზეთის ბიუჯეტიდან მილიარდი დაიკარგა

by | May 26, 2018

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ბიუჯეტიდან 1,2 მილიარდი რუბლია გამქრალი (დაახლოებით 19 მილიონი დოლარი), რასაც ე.წ. პროკურატურა იძიებს, პარალელურად კი სოხუმის რეჟიმი სოციალური ვალდებულებების შესრულებას ვერ ახერხებს. ამ ფონზე რაულ ხაჯიმბა „საქართველოსთან ვაჭრობის ლეგალიზებას“ ემხრობა.

„ვაჭრობის ლეგალიზება” ენგურის ხიდის გავლით საქონლის შემოტანა-გატანაზე ე.წ. ოფიციალური საბაჟო გადასახადის დაწესებას გულისხმობს, რაც გალში მცხოვრები ქართული მოსახლეობისათვის ცხოვრების გაძვირებას ნიშნავს, რადგან აბსოლუტურად ყველა საყოფაცხოვრებო და საკვები პროდუქცია გალში ზუგდიდიდან შედის იმის გამო, რომ პროდუქტი ზუგდიდში ბევრად უფრო იაფია, ვიდრე ოკუპირებულ აფხაზეთში. გადასახადის დაწესებით კი პროდუქტი გაძვირდება.

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ “საბაჟოს” გახსნა გალის ქართველებისთვისაა მძიმე ტვირთი, რაულ ხაჯიმბას ამ განცხადებას აფხაზების ნაციონალისტურ ნაწილში მოჰყვა დიდი აღშფოთება და განცხადებები, რომ „მტერ საქართველოსთან“ ოფიციალური ურთიერთობები მოღალატეობრივია.

აფხაზების მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ პირიქით, პატრიოტიზმი სწორედ ისაა, რომ „ქართული ფული“ აფხაზებისთვის სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად დაიხარჯოს.

2017 წლის აფხაზეთის მთლიანი ბიუჯეტი 8,3 მილიარდი რუბლი იყო და დაკარგული თანხა ბიუჯეტის 14%-ს შეადგენს, რაც აფხაზეთისთვის კრიტიკულად დიდი რიცხვია.

აფხაზური მედია წერს, რომ პროკურორები ამ გაფლანგვას რაიმე ბუნდოვან გამართლებას მოუძებნიან, თუმცა მთავარი პრობლემა მოუგვარებელი დარჩება – სოციალური ვალდებულებებს შესასრულებლად დამატებით საიდან უნდა მოიტანონ 1 მილიარდი. ამ პრობლემის მოსაგვარებლად კი რაულ ხაჯიმბამ აფხაზებისთვის არაპოპულარული იდეაც გაახმოვანა – „საქართველო-აფხაზეთის საზღვარზე“ ვაჭრობის ლეგალიზება.

 



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

August 2018
M T W T F S S
« Jul    
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031