ამბები, უმცირესობები

    არასამთავრობო ორგანიზაციამ უსაფრთხოების მიზნით შეიძლება პანკისი დატოვოს

    by | Jan 6, 2017
    „ძალიან სამწუხაროა, რომ ეს ცენტრი დავხუროთ და გავიდეთ პანკისიდან," - აცხადებს იზა ბექაური. (http://radioway.ge)

    „ძალიან სამწუხარო იქნება, ეს ცენტრი რომ დავხუროთ და გავიდეთ პანკისიდან,” – აცხადებს იზა ბექაური. (radioway.ge)

    არასამთავრობო ორგანიზაცია „კახეთის რეგიონული განვითარების ფონდმა“ შესაძლოა პანკისში საქმიანობა შეწყვიტოს.

    მათი ოფისის დაწვის მცდელობის გამო ფონდი არ გამორიცხავს, რომ უსაფრთხოების მიზნით საკუთარ გეგმებზე უარი თქვას.

    „ძალიან სამწუხარო იქნება, ეს ცენტრი რომ დავხუროთ და გავიდეთ პანკისიდან. ალბათ მოგვიწევს პარტნიორებთან გასაუბრება, როგორ მიმართულებას ავიღებთ და როგორ გავაგრძელებთ ამ საქმიანობას“, – აცხადებს ორგანიზაციის დირექტორი იზა ბექაური პანკისის სათემო რადიოსთან საუბრისას.

    დუისის კულტურის ცენტრში, სადაც აღნიშნული ორგანიზაციის ოფისი მდებარეობს, ასევე ფუნქციონირებს ცეკვისა და სიმღერის წრეები, ეწყობა პეზიის საღამოები, ინტელექტუალური თამაშები და ა.შ.

    ხანძარს წინ უძღოდა მუქრის შემცველი წერილები „ფეისბუქში“. როგორც ბექაური ამბობს, რამდენიმე დღით გვერდის დახურვაც კი მოუწია. პანკისში მცხოვრები, აგრესიულად განწყობილი ახალგაზრდების მხრიდან აგრესია შესამჩნევი მას შემდეგ გახდა, რაც სხვა არასამთავრობოებთან ერთად საჯაროდ განაცხადა, რომ მასობრივად დანიშნული სოციალური დახმარება პანკისში დემოტივაციას იწვევს.

    მუქარამ იმატა,  როდესაც ფონდი საქართველოში ქალებზე ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას შეუერთდა. ამბობს, რომ მუქარების ავტორებსაც შეხვდა, თუმცა ამაოდ.

    ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელი მექა ხანგოშვილი კი ერთ-ერთ ინტერვიუში აცხადებს, რომ „ არსებობენ ძალები, რომელთაც ხეობაში მუდმივი დაძაბულობის ინტერესი აქვთ.“

    3 იანვარს, უცნობმა პირებმა დუისის კულტურის სახლს ცეცხლი წაუკიდეს. ხანძრის ჩქარობა მალევე მოხერხდა, თუმცა შენობა მაინც დაზიანდა – დაიწვა რამდენიმე კარი და იატაკის ნაწილი. მომხდართან დაკავშირებით გამოძიებას ახმეტის პოლიცია აწარმოებს.



    ads
    ads
    ads

    No Comments, Leave a comment

    You must be logged in to post a comment.

    ძიება თარიღის მიხედვით

    June 2017
    M T W T F S S
    « Apr    
     1234
    567891011
    12131415161718
    19202122232425
    2627282930