ამბები

აგვისტოს ომის დღეებში ორივე ოკუპირებულ რეგიონში დიდი სამხედრო წვრთნები დაიწყო

by | Aug 8, 2018

რუსული არმია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მასშტაბურ სამხედრო სწავლებებს ატარებს. ცხინვალის რეგიონის სოფელ ძარწემის პოლიგონზე დიდი სამხედრო წვრთნები დაიწყო წარმოსახვითი მტრის მოსაგერიებლად და როგორც რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახური აცხადებს, წვრთნებისას მიზანი უპილოტო საფრენი აპარატების ჩამოგდება და უღელტეხილების დაცვაა.

გარდა ცხინვალის რეგიონისა, რუსეთი სამხედრო წვრთნებს ასევე უკვე ერთი კვირაა ატარებს ოკუპირებულ აფხაზეთში.

რუსული სამხედრო ბაზის ქვედანაყოფმა სამხრეთ ოსეთში სამხედრო დრონებით მასშტაბური სწავლება 6 აგვისტოს დაიწყო. სწავლების ფარგლებში სამხედროებმა უნდა მოიგერიონ უპილოტო საფრენი აპარატების ‘თავდასხმა’ საზენიტო-სარაკეტო კომპლექს ეს-300-ებზე. სწავლებაში ჩართულები არიან ასევე რუსული სამხედრო ბაზის სნაიპერებიც.

რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურის ცნობით, ტაქტიკური წვრთნებისას კომპლექსებით Красуха და  და Панцирь-С გაანადგურეს წარმოსახვითი მტრის 30 უპილოტო აპარატი. მოტომსროლელებმა კი სწავლების ფარგლებში დაამუშავეს უღელტეხილებისა და გვირაბების ხელში ჩაგდებისაგან თავდასაცავი ბრძოლებიც.

სწავლება სოფელ ძარწემის პოლიგონზე მიმდინარეობს.  მასში 2 000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და დაახლოებით 400 საბრძოლო ტექნიკაა ჩართული.

სამხრეთ ოსეთის სოფელ ძარწემის პოლიგონზე წვრთნებში მონაწილებდა 58-ე არმია და წარმოსახვით მტრის გასანადგურებლად ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსები Искандер-М გამოიყენეს.

ერთი კვირის წინ კი, 1 აგვისტოს რუსმა სამხედროებმა მასშტაბური წვრთნები დაიწყეს ოკუპირებულ აფხაზეთშიც. რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის ინფორმაციით, ტაქტიკურ მანევრებში 2 500 ჯარისკაცი და 600 ერთეული შეიარაღება და სამხედრო ტექნიკაა ჩართული. სამხედრო წვრთნებში მონაწილეობას იღებს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საზღვაო ქვეითები და მოტომსროლელი დანაყოფი.

სწავლების დასკვნით ეტაპზე საბრძოლო სროლები ტანკებით, ნაღმმტყორცნებით, თვითმავალი საარტილერიო განადგარებითა და ყუმბარმტყორცნებით ჩატარდება. სწავლება რუსული საოკუპაციო ჯარის ორ ბაზაზე, სოფელ ნაგვალოუსა და გუდაუთის პოლიგონებზე 1-დან 15-აგვისტომდე იმართება.

სოხუმის რეჟიმიდან გაკეთდა განცხადება, რომ შეშფოთებას იწვევს 1-ელ აგვისტოს NATO-ს წევრი ქვეყნების ფართომასშტაბიანი სამხედრო სწავლება “ღირსეული პარტნიორი 2018″-ის დაწყება და აფხაზეთში დაწყებულ რუსული არმიის სამხედრო წვრთნებიც NATO-ს სწავლების პასუხად გამოაცხადეს.

 



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

August 2018
M T W T F S S
« Jul    
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031