heavy rain in Tbilisi 2013-06-27სინოპტიკოსები აღდგომის დღესასწაულზე საქართველოში არამდგრად ამინდს პროგნოზირებენ.

როგორც DFWatch-ს გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოლოგიური სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, აღდგომის დღესასწაულზე, 1 მაისს, დღის მეორე ნახევარში, თბილისსა და ზოგადად აღმოსავლეთ საქართველოში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი.

რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, ნიორაძის თქმით, იქ შედარებით უკეთესი ამინდი იქნება. მხოლოდ მთიან ადგილებში იწვიმებს დროგამოშვებით, დაბლობში კი ძირითადად, უნალექო ამინდი  შენარჩუნდება.

ტემპერატურა როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში იქნება 19-20 გრადუსი, თბილისში კი ოდნავ მეტი – 21-22 გრადუსი.

სინოპტიკოსების პროგნოზით,  ორშაბათს, 2 მაისს გამოიდარებს და თბილისში 23-24 გრადუსამდე დათბება.