bidzinaსოციალიზმის, კომუნიზმის იდეა, საუბედუროდ ეს იყო მცდარი და  ამ მცდარ იდეას კიდევ ასეთი მეთოდებით ეწირებოდა ხალხი და რა თქმა უნდა,  ესაა შეფასება. თვითონ იდეა არ იყო ჰუმანური. თეორია დაწერილი იყო, მაგრამ მარქსიზმის თანასწორობა კრიმინალური იდეაა, რაც ყველა  ქვეყანამ უარყო და ყველა ქვეყანაში, სადაც ის იყო, უაღრესად ცუდი გამოვლინება ჰპოვა,“ – განაცხადა ყოფილმა პრემიერმა, მილიარდელმა ბიძინა ივანიშვილმა გორში შიდა ქართლის რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას, რომელიც GDS-ის ეთერით გადმოიცა.

მისი თქმით, სოციალიზმმა ძალიან ცუდი გამოვლინება ჰპოვა მათ შორის საბჭოთა კავშირშიც და ასევე გაიხსენა პოლ პოტი, კამბოჯას რადიკალი მარქსისტების, „წითელი კხმერების“ ლიდერი, რომელიც მსოფლიოში უსასტიკესი რეჟიმის შემოქმედადაა მიჩნეული.

„ძალიან ცუდი გამოვლინება ჰპოვა, მათ რიცხვში, საბჭოთა კავშირში. და აი, პოლ პოტიც ნახეთ, ნიკარაგუაში რა ქნა მარქსიზმმა, რა უბედურება მოახდინა. ინტელიგენცია ყელამდე ჩაფლეს მიწაში, გააუპატიურეს და ტყვიაც არ უნდა ვიხმაროთო, თოხებით მოკლეს. ეს არის მარქსიზმის დანაშაულებები. მარქსი კარგი ფილოსოფოსი იყო ამავდროულად და მის ფილოსოფიურ მიმდინარეობას მე არ ვეხები, მაგრამ თეორიაში დანაშაული იდო, რომ ადამიანს ყველანაირ უფლებას ართმევდნენ, საკუთრების უფლებას ართმევდნენ რეალურად და კიდევ უამრავი სხვა სიმახინჯეები იყო ჩადებული. სამწუხაროდ, თვითონ იდეა არ ღირდა ბრძოლად და იმ მეთოდებით, რაც მაშინ იმართებოდა, კარგი იდეაც არ ღირს ბრძოლად,” –  განაცხადა ივანიშვილმა ჟურნალისტის მიერ დასმული იმ შეკითხვის საპასუხოდ, რომ გორში მთავარ ქუჩას სტალინის სახელი ჰქვია, ასევე გასულ წელის ოქტომბერში გორის მერიაში სტალინის ძეგლის აღდგენის განხილვა იყო, ეს ყველაფერი კი, როგორც ტოტალიტარული რეჟიმის ნაწილი, „თავისუფლების ქარტიით“ აკრძალულია და დაუჭერს თუ არა ივანიშვილი მხარს, ამ ტოტალიტარული სიმბოლიკის გამოყენება რეალურად აიკრძალოს და დასჯადი გახდეს.

ივანიშვილის თქმით, სტალინის ძეგლი მუზეუმის ფარგლებშია, სტალინის მუზეუმის არსებობა კი, მისი აზრით, ნორმალურია.

„სტალინის მუზეუმი არის გორში და როგორც მე ვნახე სტატისტიკა, ძალიან ბევრი ტურისტი მოდის და რა გინდათ ამ კანონში რომ აისახოს, რა უნდა მოხდეს?! ძეგლი ამ მუზეუმის ფარგლებშია, რაც ჩემი აზრით ნორმალურია. ეს რეჟიმი რამდენჯერმე შეფასდა და გადაფასდა. ჩემი პიროვნული, ზოგადი დამოკიდებულება თუ გნებავთ სტალინთან დაკავშირებით, მის დროს არსებულ ბრძოლის მეთოდებზე და რაც იმ დროს ხდებოდა, საუბარიც არ ღირს. ერთი ადამიანის სიცოცხლედ არ ღირს ნებისმიერი იდეა და იმას ხალხი არ უნდა შეეწიროს. როგორი მეთოდებით ცდილობდა მაშინდელი ხელისუფლება ამ იდეის განხორციელებას, იმ დროს იმდენი ხალხი დაიხოცა, ამაზე საუბარიც ზედმეტია,“ – ამბობს ივანიშვილი.