givi_targamadze„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი  გივი თარგამაძე გამოძიებისგან მისი მანქანის აფეთქებაზე  „დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის“ მუხლის გადაკვალიფიცირებას და საქმის ტერორიზმის, სს კოდექსის 323-ე მუხლით გაგრძელებას ითხოვს.

თარგამაძეს ხუთშაბათს გვიან ღამით შს სამინისტროს ორი გამომძიებელი ორი საათის განმავლობაში საკუთარ სახლში ჰკითხავდა. პარასკევს კი თარგამაძისა და მისი მძღოლის სამედიცინო ექსპერტიზა ჩატარდა.

დაკითხვის დასრულების შემდეგ გამომძიებლებს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. თარგამაძემ კი განაცხადა, რომ მან მომხდარზე დეტალურად ისაუბრა და დამატებითი კითხვების შემთხვევაში მზადაა, გამოძიებასთან ითანამშრომლოს.

აღვიდგინეთ 4 ოქტომბრის დღე მთლიანადმუხლის გადაკვალიფიცირებას ზოგადად ვითხოვ, თუმცა ეს გამომძიებლები არ არიან ამ საკითხში  კომპეტენტურები. ეს გადაწყვეტილება მათმა ხელმძღვანელობამ უნდა მიიღოს. თუმცა ვფიქრობ, იმ მუხლს თუ წაიკითხავთ, ტერორიზმი თავისთავად მთლიანად ჯდება სწორედ იმ მუხლში…“ – განაცხადარუსთავი 2“-თან საუბარში თარგამაძემ 2-საათიანი დაკითხვის დასრულების შემდეგ.

ის ამბობს, რომ გამომძიებლებს წარუდგინა აფეთქემაბდე რამდენიმე დღით ადრე ესემესით მიღებული საეჭვო აუდიოჩანაწერები, რომლებიც მის მეუღლეს ჩინური ნომრიდან გამოუგზავნეს.

შევთანხმდით, რომ დამატებითი შეკითხვების გაჩენის შემთხვევაში მე მზად ვარ ნებისმიერ დროს გავაგრძელო თანამშრომლობა. შემდეგ ჯერზე, იმედი მაქვს, რომ ფიზიკური მდგომარეობა მომცემს საშუალებას, რომ მე თვითონ ვეწვიო საგამოძიებო ორგანოებს“, – თქვა თარგამაძემ, რომელმაც ამჯერად საგამოძიებო ორგანოში ორჯერ დაბარების მიუხედავად მისვლა ჯანმრთელობის გაუარესების გამო ვერ შეძლო.

მე მაქვს პოლიტიკური შეხედულება და ის არაერთხელ მითქვამს, თუ ვისგან მოდის ეს ყველაფერი. მაგრამ ახლა არაფერი დამიკონკრეტებია. ასევე, დღესაც იყო კითხვა, გაზზე ხომ არ მყავდა მანქანა, თუმცა პასუხი დღესაც უარყოფითი იყო”, – დასძინა თარგამაძემ

გივი თარგამაძის ავტომანქანა კოლმეურნეობის მოედანზე 4 ოქტომბერს, დაახლოებით, 21:30 საათზე აფეთქდა. მანქანაში, მძღოლთან ერთად გივი თარგამაძე იმყოფებოდა, რომელიც არ დაშავებულა. დაიჭრა 5 გამვლელი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სს კოდექსის 19-109- მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. შსს განცხადებით, კრიმინალისტებმა შემთხვევის ადგილი დეტალურად დაათვალიერეს; მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული ყველა სათვალთვალო კამერიდან ვიდეოჩანაწერები ამოიღეს; მიმდინარეობს შემთხვევის თვითმხილველებისა და აფეთქების შედეგად დაშავებული პირების გამოკითხვა; ასევე, აფეთქებული ავტომანქანის გადაადგილების მარშრუტზე არსებული სამეთვალყურეო კამერების დათვალიერება და ჩანაწერების ამოღება; დანიშნულია ყველა შესაბამისი ექსპერტიზა, რომლის პასუხის შემდეგ უფრო ნათელი წარმოდგენა შეიქმნება მომხდართან დაკავშირებით.

დანაშაულის მოტივი ჯერ დადგენილი არ არის, თუმცა აფეთქების შემდეგ გაჩნდა რადენიმე ვერსია და ბრალდებები. თავადნაციონალურ მოძრაობაშიაცხადებენ, რომ თავდასხმაქართულმა ოცნებამდა ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა დაგეგმა. „ქართულ ოცნებაშიპირიქითმიმხდარსნაციონალური მოძრაობისადა ექსპრეზიდენტ  მიხეილ სააკაშვილის მიერ დადგმულ პროვოკაციად აფასებენ. ოპოზიციის ნაწილი კი აცხადებს, რომ ეს ყველაფერი ხელს აძლევს რუსეთს.