20 ივლისი წელს ყველაზე ტრაგიკული გამოდგა უკრაინის არმიისათვის – დონბასში გუშინ 9 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა. მათგან 6 უშუალოდ საბრძოლო შეტაკებებისას მოკლეს, 3 კი ნაღმზე აფეთქდა; დაჭრილია 5. პრორუსი სეპარატისტების მხრიდან მსხვერპლის რაოდენობა უცნობია.

ხუთშაბათი ბოლო თვეების მანძილზე ყველაზე სისხლიანი დღე იყო უკრაინის ჯარისთვის. სულ, ივლისში 20 უკრაინელი ჯარისკაცი მოკლეს, დაჭრილთა რაოდენობამ კი 35-ს მიღწია.