police_carთბილისში, წყნეთის ქუჩაზე გვიან ღამით საკუთარ საცხოვრებელ ბინაში ბებია და შვილიშვილი გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა.

შს სამინისტროს ცნობით, გამოძიება სს კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.

შს სამინისტროს სტატისტიკით, 13 თვის განმავლობაში, 2015 წლიდან 2016 წლის თებერვლამდე, მხოლოდ თბილისში გაზის გაჟონვამ 48 ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.

2015 წლის მონაცემებით, დედაქალაქში ბუნებრივი აირის გაჟონვის  შემთხვევა იყო – 55, დაიღუპა  36 და მოიწამლა 71 ადამიანი. დაფიქსირებული შემთხვევებიდან მხოლოდ 2 იყო თვითმკვლელობის მცდელობა.

2016 წელს კი მხოლოდ ერთ თვეში, 1 იანვრიდან 10-თებერვლამდე პერიოდში ბუნებრივი აირის გაჟონვის შემთხვევა იყო 33,  გარდაიცვალა 12 და მოიწამლა 34 ადამიანი. ამჯერად ყველა შემთხვევის მიზეზი გაუფრთხილებლობა იყო.